ჟურნალისტიკა


ჟურნალისტიკა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთი სფეროა, – ასეა განმარტებული ჟურნალისტიკა სახელმძღვანელოში. ჟურნალისტიკა მიზნად ისახავს აქტუალური ინფორმაციის შეკრებას, დამუშავებასა და გავრცელებას მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კი ყველა ჩვენთაგანისათვის ნაცნობია და ესენია ტელევიზია, რადიო, გაზეთი, ჟურნალი და ახლა უკვე ინტერნეტიც.
 ტერმინი ჟურნალისტიკა მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან ,,journal” (დღიური, გაზეთი). თავდაპირველად იგი მხოლოდ ნაბეჭდ პერიოდულ გამოცემებს აღნიშნავდა, უფრო სწორად კი ჟურნალისა და გაზეთის დღევანდელი გაგების ერთობლიობას. დღისთვის კი ეს ტერმინი გაფართოვდა და იგი მოიცავს ჟურნალიტური საქმიანობის ფართო სპექტრს.ოდითგანვე ჟურნალისტიკას განსხვავებულ შეფასებას აძლევდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მაგალითად, უინსტონ ჩერჩილი რადიოსა და ტელევიზიას ხალხის გამაბრუებელ საშუალებად მიიჩნევდა. ხოლო ნაპოლეონს სასტიკად ეშინოდა გაზეთების, რადგან მასში ხალხის აზრი იყო გამოხატული და საზოგადოებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეეძლო.



გამოყენებული ლიტერატურა ინტერნეტი და ჩემს მიერ წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნა.. :D

No comments:

Post a Comment