Thursday, December 13, 2012

იურისტი



პროფესია – იურისტი , ამ სიტყვებით თითქმის ყველაფერია ნათქვამი, თუმცა ცოტა ადამიანი თუ ხვდება, რეალურად რა იმალება ამ პროფესიის უკან, რა უპირატესი თვისებები გააჩნიათ იურისტებს და რა არის ის უნარები, რაც მათ განსაკუთრებულს ხდის. მე, როგორც რიგითმა იურისტმა, გადავწყვიტე, გაგიზიაროთ საკუთარი შეხედულებები იმის შესახებ, თუ რა თვისებები გააჩნიათ იურისტებს და რატომ არიან ისინი განსხვავებულები.კომუნიკაცია იურისტისთვის ნიშნავს: ისაუბრო, მოისმინო, წაიკითხო და დაწერო უკეთესად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იყო, სულ მცირე, ერთი ნაბიჯით დაწინაურებული სხვა პროფესიის წარმომადგენლებთნ შედარებით.
 შენ ხარ იურისტი! შენ გაქვს კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარი – შენ წერ უფრო მეტს, ვიდრე მწერალი, სვამ უფრო მეტ კითხვას, ვიდრე ცნობისმოყვარე 5 წლის ბავშვი, ისმენ უფრო მეტს, ვიდრე ფსიქიატრი, საუბრობ უფრო მეტს, ვიდრე ორატორი, ამტკიცებ უფრო მეტს, ვიდრე მეცნიერი და კითხულობ უფრო მეტს, ვიდრე რედაქტორი.შენ ხედავ იმას, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველია და ამ ყველაფერს განსაზღვრავს შენი პროფესია – შენ იურისტი ხარ !!!თუ შესაძლებელი იქნება, შენ შეცვლი შენს ცხოვრებას, მაგრამ შენ უარს ვეღარ იტყვი გახდე იურისტი, რადგან შენ უკვე იურისტი ხარ!!!